საქართველოს ჩემპიონატი სპორტულ აერობიკაში 

15:25, 20.12.2025

თბილისის სპორტის სასახლეში სპორტულ აერობიკაში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო. შეჯიბრი ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ეგიდითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. ტურნირის ოფიციალური ამბასადორი, ოლიმპიური თამაშების ფინალისტი, ევროპული ტანვარჯიშის ვარსკვლავი, იტალიელი ტანმოვარჯიშე მილენა ბალდასარია.

გახსნის ცერემონიაზე საჩვენებელი ნომრით საქართველოს მხატვრული ტანვარჯიშის ნაკრების წევრები წარდგნენ. საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები ეროვნულ ნაკრებში ადგილის მოსაპოვებლად და 2026 წელს საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლისთვის იბრძოლებენ.

 

მსგავსი