საქართველოს ჩემპიონატი ცურვაში, ბათუმის ნავსადგური. 1957 წელი

1957 წელს საქართველოს ჩემპიონატს ცურვაში ბათუმმა უმასპინძლა.

ვაჟთა შორის ნებისმიერი სტილით 100 მეტრზე ცურვაში თბილისელმა იური ჩოდრიშვილმა გაიმარჯვა.

ქალთა შორის 400 მეტრზე ნებისმიერი სტილით ცურვაში გამარჯვებული თბილისელი ლიდია სმირნოვა გახდა.