„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმე

„საქართველოს ბანკის“ თავდასხმისთვის დაკავებული ნიკოლოზ წურწუმიას ადვოკატის მტკიცებით, ქმედება პროტესტის გამოხატვის უკიდურესი ფორმა იყო. ინტერესების დამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა მომხდართან დაკავშირებით, წუხილს გამოთქვამს და საზოგადოებასა და „საქართველოს ბანკს“ ბოდიშს უხდის. ადვოკატის განცხადებით, დაგეგმილია ექსპერტიზა, რომლიც მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას დაადგენს.

დაკავებულს 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.