საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები მორიგი მატჩისთვის ემზადება. ჩვენი გუნდი სლოვაკეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრას საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართავს.
ქალაქ ჟილინაში მატჩისწინა პრესკონფერენცია და ვარჯიში გაიმართა. ვარჯიშს ყველა ის ფეხბურთელი დაესწრო, რომლებიც სატურნირო განაცხადში მოხვდნენ. საქართველოს 21 წლამდე ნაკრებისა და საფრანგეთის დაპირისპირება ჟილინას სტადიონზე თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.