საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი
საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მედლების პირველი კომპლექტი ცურვაში გათამაშდა, გოგონათა შორის ფესტივალის პირველი ჩემპიონი გახდა თბილისის წარმომადგენელი ანნა ივანოვა, ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ელენე ზაქაიძე ასევე თბილისიდან. ბრინჯაოს მედალს კი ბარბარე გვიმრაძე იმერეთის წარმომადგენელი დაეუფლა.
ვაჟთა კატეგორიაში ფესტივალის გამარჯვებული გახდა ლაზარე სიხარულიძე, ვერცხლის მედალი დემეტრე ციხისელი – იმერეთიდან მოიპოვა, ბრინჯაოს მედალს კი იოანე ქამადაძე დაუფლა აჭარიდან.