„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა“ ასოციაციის სარჩელი

18:40, 14.04.2026

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა“ ასოციაციამ, საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ემიგრანტების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ორგანიზაცია საარჩევნო კოდექსის ახალ რეგულაციას ასაჩივრებს, რომელიც საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებისა და საკონსულოების შენობებში საარჩევნო უბნების გახსნას კრძალავს.

საია-ს შეფასებით, ახალი რეგულაცია ხელოვნურ ფინანსურ და სოციალურ ბარიერს ქმნის. საია-ში აცხადებენ, რომ ორგანიზაცია ამ სარჩელით არ შემოიფარგლება და უახლოეს მომავალში, ემიგრანტების სხვა ჯგუფის სახელით, სტრატეგიულ სამართალწარმოებას გააგრძელებს. საია-ს განცხადებას მმართველ გუნდში ეხმაურებიან. 

მსგავსი