საქართველოს 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები აზერბაიჯანთან დამარცხდა

წარუმატებელი აღმოჩნდა შეხვედრა ფეხბურთში. საქართველოს 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები აზერბაიჯანთან ანგარიშით 1:2. დამარცხდა. თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის მატჩში საქართველო 45-ე წუთზე ლევან ხარაბაძემ დააწინაურა, თუმცა, აზერბაიჯანელებმა ჩვენი მცველისა და მეკარის შეცდომებით ისარგებლეს და საბოლოოდ 2:1 მოიგეს.

შემდეგ შეხვდრას საქართველოს 19-წლამდელები 20 ნოემბერს, ისრაელთან გამართავენ – ელიტ რაუნდში გასასვლელად, ჩვენს გუნდს მხოლოდ მოგება სჭირდება.