საქართველომ ლიეტუვა 2:0 დაამარცხა
საქართველომ ლიეტუვა 2:0 დაამარცხა. ეროვნულმა გუნდმა ისტორიული მე-100 მატჩი მოიგო. ორივე გოლის ავტორი გიორგი მიქაუტაძე იყო, რომელმაც ჯერ თავისივე მოპოვებული პენალტი უნაკლოდ შეასრულა, 84-ე წუთზე კი ნიკა გაგნიძის გადაცემით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მორიგი თამაში უკვე 2 ივნისს რუმინეთთან გაიმართება.