მიგრაციის დეპარტამენტმა და შსს-ს შესაბამისმა დანაყოფმა, ერთობლივი თანამშრომლობით, საქართველოდან უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე გააძევა. ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაშვებული. მათ ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. საუბარია ინდოეთის, ეგვიპტის, იორდანიის, თურქეთის, პაკისტანის, ჩინეთის, ირანის, ბანგლადეშის, ერაყის, რუსეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის მოქალაქეებზე.