საქართველოდან უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე გააძევეს

12:16, 02.06.2025

 საქართველოდან უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე გააძევეს. მათ შორის არიან ირანის, ინდოეთის, თურქეთის, თურქმენეთის, ჩინეთის, ეგვიპტის, ყაზახეთის, იორდანიის, აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, პაკისტანისა და ერაყის მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. კომპლექსური ღონისძიებები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით ჩატარდა.

მსგავსი