საქართველო ზამთრის თასის მფლობელია! ფინალში ქართველებმა ესპანეთის ნაკრები დაამარცხეს

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასის გათამაშება დასრულდა.

ეროვნული ლიგის გუნდებს შორის ფინალში ერთმანეთს „შევარდენი“ და „ლოკომოტივი“ დაუპირისპირდნენ, გამარჯვებული თბილისის „ლოკომოტივი“ გახდა.

ვეტერანთა ნაკრებებს შორის ფინალში კი საქართველომ ესპანეთი, ანგარიშით 6:3 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა ეს ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო, 2017 წელს ფინალში ქართველებმა უკრაინის ნაკრები დაამარცხეს.

ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი კახა კალაძე გახდა.

გეგი კიკაბიძე გვერთვება პირდაპირ ეთერში.