საქართველო-თურქეთი პირველ არხზე 

საქართველო-თურქეთს დაუპირისპირდება – თამაშს პირველი არხის მაყურებელი პირდაპირ ეთერში იხილავს. „დინამო არენაზე“ გუნდებმა ბოლო ვარჯიშები უკვე ჩაატარეს. ჩვენი ნაკრების მეტოქეები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთისა და ბულგარეთის ნაკრებები იქნებიან.

დღევანდელ შეხვედრაში ნაკრებს ორი ლიდერი ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე დააკლდებიან.

საქართველო-თურქეთის შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.