საქართველო-თურქეთი პირველ არხზე
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები დღეს თურქეთს დაუპირისპირდება. ბელგრადში მიმდინარე წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის ნაკრებისთვის ეს მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაა. ორი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 0 ქულა აქვს და დღეს გამარჯვების შემთხვევაში, ექნება შანსი მე-9 ადგილისთვის იბრძოლოს. შეხვედრა თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება, შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.