საქართველო-სომხეთი - 6:1

6:1. საქართველოს ნაკრებმა სომხეთი კიდევ ერთხელ დაამარცხა. ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრები B ჯგუფში რჩება. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 5:0 იყო, შესვენების შემდეგ კი საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. დუბლი შეასრულეს ოთარ კიტეიშვილმა და გიორგი მიქაუტაძემ, 1-1 გოლი კი გიორგი ჩაკვეტაძისა და ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა. საქართველოს ნაკრებმა ორი მატჩის ჯამში 9:1 მოიგო და ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებასაც B დივიზიონში გაატარებს.