საქართველო-რუმინეთი პირველ არხზე

საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის სანაკრებო პაუზის პირველ შეხვედრას დღეს რუმინეთთან, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. გიორგი მიქაუტაძის შემდეგ, ტრავმის გამო, ივნისის ამხანაგურ შეხვედრებს ზურიკო დავითაშვილიც გამოტოვებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ხვიჩა კვარაცხელია ეროვნულ გუნდს დღეს შეუერთდა. მთავარმა მწვრთნელმა კვარაცხელიას მომავალი კაპიტნობა მიულოცა. ნაკრებში ბოლო მატჩს გამართავს ბოლო წლების უცვლელი კაპიტანი გურამ კაშია.

საქართველოსა და რუმინეთის მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება, შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.