საქართველო მსოფლიოს ქვიშის პირველ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას

2019 წლის 10-15 ოქტომბერს აშშ მსოფლიოს ქვიშის პირველ თამაშებს უმასპინძლებს. თამაშებში მონაწილეობას საქართველოს დელეგაციაც მიიღებს. ქართველი სპორტსმენები აქტიურად ემზადებიან მასშტაბური ღონისძიებისთვის.

ბათუმში ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები შეიკრიბა. მოჭიდავეთა ნაკრები დაკომპლექტებულია თავისუფალი სტილით მოჭიდავეებით, მათ შორის არის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი და ევროპის ორგზის ჩემპიონი დავით მარსაგიშვილი. მათ წინ ელით ოთხი სალიცენზიო ტურნირი. პირველი ეტაპი 29 მარტს, პორტუგალიის ქალაქ ჩავესში გაიმართება. მოჭიდავეების შეკრება თბილისის მერიამ დააფინანსა.