საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრების წარმატება

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დივიზიონის A ჯგუფში იასპარეზებს. საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფის ბოლო მატჩში, ტაილანდი დიდი ანგარიშით 15:1 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის ყველა მატჩი მოიგო და ტურნირი პირველ ადგილზე დაასრულა. ჯგუფის მატჩები ახალ ზელანდიაში იმართებოდა. ქართველმა ჰოკეისტებმა ტურნირზე, ტაილანდის გარდა, ისლანდიას, ახალ ზელანდიას, ბულგარეთსა და ჩინეთის ტაიპეის მოუგეს.