ისტორიაში პირველად საქართველო MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, თბილისი საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით დაგეგმილ 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატს პირველად უმასპინძლებს. მსოფლიოს პირველობა 27 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე თბილისში გაიმართება.
მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოში 2026 და 2027 წლებშიც ჩატარდება. ტურნირი სენიორებსა და იუნიორებს შორის შედგება. საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებაზე განაცხადი ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ გააკეთა, როცა ეროვნულმა გუნდმა რვა მედალი მოიპოვა.