საქართველო-ლატვია პირველ არხზე
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება. ეს ევროპის ჩემპიონატზე პირველი შეხვედრაა. ჩვენი ნაკრები ზედიზედ მეორედ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. ჯგუფში ლატვიის გარდა, მეტოქეები ხორვატიისა და საფრანგეთის ნაკრებები იქნებიან. საქართველო-ლატვიის მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება, შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი და „პირველი არხი – სპორტი“ შემოგთავაზებთ.