საქართველო-ირლანდია
ირლანდია-საქართველოს სარაგბო დაპირისპირებამდე ერთი დღე რჩება. ჩვენმა ნაკრებმა კაპიტნის ვარჯიში ჩაატარა. შოტლანდიისა და იტალიის შემდეგ, ირლანდია ტიერ 1-ის მესამე და ყველაზე ტიტულოვანი გუნდია, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეწვევა.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მოთამაშეს, ვასილ ლობჟანიძეს გინესის მსოფლიო რეკორდის ოფიციალური სერტიფიკატი გადაეცა – მან 2015 წლის 19 სექტემბერს, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველო-ტონგას მატჩში, 18 წლის ასაკში ითამაშა და ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე გახდა.
საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების დაპირისპირება ხვალ მიხეილ მესხის სტადიონზე, 21:00 საათზე დაიწყება.