საქართველო-იაპონია 23:25

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2025 წლის დასკვნით მატჩში იაპონიას შეხვდა და 23:25 დამარცხდა. ტიერ1-ის გუნდთან თბილისში, „მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე“ გამართული დაპირისპირება დაძაბული გამოდგა. უპირატესობას იაპონელები ფლობდნენ, თუმცა, საქართველოს ნაკრებმა თამაშის შემოტრიალება მაინც მოახერხა. ამის მიუხედავად, ბოლო წამს გატანილი ჯარიმით იაპონელებმა გამარჯვება მოიპოვეს.

ცნობისთვის, სწორედ ამ თამაშის შედეგზე იყო დამოკიდებული, თუ რომელ კალათაში მოხვდებოდა საქართველო 2027 წლის ავსტრალიის მსოფლიო თასის კენჭისყრისთვის, რომელიც 3 დეკემბერს გაიმართება.