საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს „დინამო არენაზე“ ფარერის კუნძულებთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი დღევანდელ შეხვედრას რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე ჩაატარებს. საქართველოს ნაკრებს გიორგი ლორია უკაპიტნებს, რომელიც ნაკრებში ბოლო შეხვედრას ჩაატარებს, ლორია საქართველოს ნაკრების კარს 17 წლის განმავლობაში იცავდა.
ეროვნულ გუნდს ბუდუ ზივზივაძე ტრავმის გამო დააკლდება, მის ნაცვლად კი სანიოლმა შეკრებაზე აზერბაიჯანული „ზირას“ თავდამსხმელი, დავით ვოლკოვი გამოიძახა. საქართველოსა და ფარერის კუნძულების მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.