საქართველო-ესპანეთი პირველ არხზე

საქართველო-ესპანეთის დაპირისპირებამდე სამი საათი რჩება. ევროპის მოქმედ ჩემპიონს ჩვენი გუნდი „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის ეტაპის შეხვედრამდე ჩვენმა გუნდმა მოედანზე ივარჯიშა. მატჩისთვის ემზადება გულშემატკივარიც.

რა დანაკლისით გავლენ გუნდები „დინამო არენაზე“ და როგორია განწყობა – ლევან ღუდუშაური ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში.