საქართველო-ესპანეთი პირველ არხზე

12:05, 15.11.2025
 საქართველოს ნაკრები დღეს „დინამო არენაზე“ ესპანეთს დაუპირისპირდება. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის ეტაპის შეხვედრამდე ჩვენმა გუნდმა მოედანზე ივარჯიშა. ტრავმის გამო მოახლოებულ მატჩში „ჯვაროსნებს“ გაბრიელ სიგუა და ნიკა გაგნიძე ვერ დაეხმარებიან, დისკვალიფიკაციის გამო კი შეხვედრას გიორგი ქოჩორაშვილი გამოტოვებს. ნაკრებში ჯერჯერობით დაბრუნებას ვერ ახერხებს გიორგი ჩაკვეტაძეც.
მატჩს ფრანგ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მთავარი მსაჯი ბენუა ბასტიენი იქნება. საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები ერთმანეთს აქამდე ცხრაჯერ შეხვდნენ, მათგან ერთი, ამხანაგური მატჩი 2016 წელს საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.
ევროპის მოქმედ ჩემპიონს ჩვენი გუნდი „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე უმასპინძლებს, მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი