საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი პარლამენტში

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრაზე დისკუსიის საგანი იყო საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების საკითხი და რეგიონში მიმდინარე რუსული აგრესია. მაკა ბოჭორიშვილი აღნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს მხარს უჭერს.