საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონია 2:0

საქართველო- ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩზე „დინამო არენას“ მეთორმეტე სექტორი საქართველოს პირველი არხის ფანკლუბმა დაიკავა. პირველმა არხმა, რომელიც მატჩის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი იყო, სოციალურ ქსელებსა და ქუჩაში გამოკითხვის შედეგად, შეხვედრის ბილეთები გაათამაშა.

სწორი პასუხის ავტორებმა ბილეთებთან ერთად, საქართველოს ნაკრების ისტორიული ფორმაც მიიღეს, რომლითაც ეროვნულმა ნაკრებმა 1990 წელს ლიეტუვასთან პირველი შეხვედრა ჩაატარა.