საქართველო-ჩრდილოეთ ირლანდიის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის სეზონის გათამაშებას საშინაო მატჩებით იწყებს. 28 სექტემბერს საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ონლაინ რეჟიმში 4 კატეგორიის – 20, 40, 70 და 100-ლარიანი ბილეთების შეძენაა შესაძლებელი. ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეუძლია. რაც შეეხება 25 სექტემბერს, საქართველო-ჩრდილოეთ ირლანდიის მატჩს, უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ის უმაყურებლოდ ჩატარდება.