საქართველო-ბელგია - 78-6

ქართველი მორაგბეების გამარჯვება. რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში „ბორჯღალოსნებმა“ ბელგიის ნაკრებს უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით – 78:6 დაამარცხეს. შეხვედრა ქუთაისში, „აია არენაზე“ გაიმართა.

გამორჩეული იყო ნაკრების ახალწვეულის, აკაკი ტაბუცაძის თამაში, რომელიც ოთხი ლელოს ავტორი გახდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩის წინ, გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

რაც შეეხება პირველ ორ შეხვედრას, საქართველოს ნაკრებმა ჯერ რუმინეთი დაამარცხა ბონუსით – 41:13, შემდეგ კი მადრიდში 23:10 ესპანეთს მოუგო.