საქალაქო სასამართლოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
საჯარო მოსამსახურეზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საუბარია სასამართლოში მომხდარ ფაქტზე. საქმე აღძრულია 353-ე მუხლით. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციური პარტიის წევრებისა და სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესზე შესვლას ცდილობდა 1982 წელს დაბადებული ნ.დ. მას განემარტა, რომ სხდომა დაწყებული იყო, დარბაზში არ იყო ადგილი და ვეღარ დაესწრებოდა. ის არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.