საქალაქო სასამართლოს განაჩენი ანზორ კვარაცხელიას საქმეზე

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანზორ კვარაცხელიას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლემ ის დამნაშავედ ცნო. მას „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას ედავებოდნენ.

მოსამართლის განმარტებით, ვიდეოჩანაწერები თუ სხვა მტკიცებულებები გამოიკვლიეს და გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს დადგენილ სტანდარტებს შეესაბამება, თუმცა არ იყო მარტივი საქმე. განაჩენამდე ანზორ კვარაცხელიამ საბოლოო სიტყვაც თქვა და აღნიშნა, რომ ამაყია საკუთარი ქვეყნის გვერდზე დგომით. განაჩენს სასამართლოსთან კვარაცხელიას გულშემატკივრები პერფორმანსით აპროტესტებდნენ.

საქალაქო სასამართლოს განაჩენი