საქალაქო სასამართლო სახელმწიფო თანხების თარღლითურად დაუფლების საქმეზე მსჯელობს
საქალაქო სასამართლო სახელმწიფო თანხების თარღლითურად დაუფლების საქმეზე მსჯელობს. დაკავებულები არიან კომპანიების დირექტორები, რომლებიც უფასო სასადილოებით მომსახურების გაწევისას სამმილიონ ლარს თაღლითურად დაეუფლნენ. სულ დაკავებულია ხუთი პირი. დაკავებულები ბრალს აღიარებენ. აღნიშნულის გათვალისწინებით პროკურატურამ სხდომაზე საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2023-2026 წლებში, უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით, შპს „Aladashvili & co“-სა და ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების გამგეობებს შორის 12 ხელშეკრულება გაფორმდა. თავის მხრივ, აღნიშნულმა შპს-მ ისნის რაიონის ტერიტორიაზე არსებული ოთხი სასადილო სამართავად გადასცა ქვეკონტრაქტორ სამ კომპანიას. აღნიშნულმა კომპანიებმა დაარღვიეს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობები და მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით, გამგეობებიდან მიღებული თანხიდან თაღლითურად დაეუფლნენ სამნახევარ მილიონ ლარს.