სახალხო დამცველმა დედაქალაქის მთავარ სამმართველოში აქციის დროს დაკავებული პირები მოინახულა. ლევან იოსელიანი ამბობს, რომ თითქმის ყველას ძალადობის კვალი აღენიშნება. სულ დაკავებულია 107 ადამიანი, მათი ნაწილი უკვე განთავსებულია დროებითი მოთავსების სხვადასხვა იზოლატორში.
ხატია ჯამალაშვილი გვიერთდება პირდაპირ ეთერში – რა განცხადება გააკეთა სახალხო დამცველმა სამმართველოს დატოვების შემდეგ?