საპროტესტო აქციების ახალი ტალღა საფრანგეთში

12:13, 31.10.2026

საფრანგეთი მასშტაბური საპროტესტო აქციების ახალი ტალღისთვის ემზადება, ქვეყანა მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში რჩება. ვითარება კრიტიკულად მძიმეა. უპრეცედენტოდაა გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები. ხელისუფლება არეულობის, ძალადობისა და ძარცვის მაღალ რისკზე საუბრობს. დღეს დილით საფრანგეთის სახელმწიფო საბჭომ დემონსტრანტების მარშრუტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. დედაქალაქში იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, რამდენიმე რაიონში კი კომენდანტის საათი მოქმედებს.

რა ვითარებაა ამ დროისთვის პარიზში? საფრანგეთის დედაქალაქში „მოამბის“ გადამღები ჯგუფი – ლევან ახალაია და ვახტანგ ლეკიაშვილი მუშაობენ, სწორედ ლევან ახალაია შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში და მოგვაწვდის ბოლო ცნობებს.

მსგავსი