საპროტესტო აქციები საფრანგეთში
საფრანგეთში სკოლის მოსწავლეთა ფართომასშტაბიანი პროტესტი გრძელდება. გასული დღეების განმავლობაში დაკავებულთა რიცხვმა ხუთი ათასს გადააჭარბა. მათგან 1700-ზე მეტი მხოლოდ გუშინ დააკავეს. სასწავლო პროცესი შეწყვეტილია ხუთასზე მეტ სკოლაში. საერთო ჯამში კი, ფუნქციონირება შეწყვიტა შვიდასზე მეტმა დაწესებულებამ და ობიექტმა. შეტაკებების შედეგად დაშავებულია სამასზე მეტი სამართალდამცველი, 65-მდე მასწავლებელი და სკოლის დირექტორი, დაზიანებები მიიღო 170-მდე სკოლის მოსწავლემ. აქციები მიმდინარეობს პარიზში, ლიონში, მარსელში და სხვა ქალაქებში.
ფართომასშტაბიანი გაფიცვებიდან დაწყებული პროცესი, რომელიც მთავრობის ახალ საბიუჯეტო გეგმასა და დაანონსებულ საჯარო ხარჯების შემცირებას მოჰყვა, განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც პროტესტს სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ და სიტუაცია მალევე კრიზისში გადაიზარდა.
„ამნესთი ინთერნეიშენალის“ საფრანგეთის ბიურო, სამართალდამცველებს ძალის გადამეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენების გამო აკრტიკებს. იუსტიციის მინისტრის თქმით, პროტესტის დროს არასრულწლოვნების მიერ მიყენებულ ზარალზე პასუხისმგებლობა მშობლებს უნდა დაეკისროთ და მათვე უნდა აანაზღაურონ სკოლებსა და ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზიანიც.