საპროტესტო აქციები საფრანგეთში
მთელი მსოფლიოს ყურადღება ისევ საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებისკენაა მიმართული – ქვეყანაში ვითარება კრიტიკულად მძიმეა. დღეს არაერთი მასშტაბური საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. მთელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული, მობილიზებულია 70 ათასი პოლიციელი და ჟანდარმი.
პარიზში მთავარი დემონსტრაცია ადგილობრივი დროით ზუსტად 14:00 საათზე უნდა დაიწყოს, თუმცა აქციის მარშრუტთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ორგანიზატორებს შორის უთანხმოებაა. პოლიციამ თავდაპირველად დაგეგმილი მსვლელობა აკრძალა, რასაც პროფკავშირების პროტესტი მოჰყვა.
რა ვითარებაა ამ დროისთვის საფრანგეთის დედაქალაქში, როგორ ემზადებიან დღევანდელი დემონსტრაციებისთვის და რა მოთხოვნები აქვთ აქციის მონაწილეებს? პარიზში „მოამბის“ გადამღები ჯგუფი მუშაობს – ჟურნალისტი ლევან ახალაია და ოპერატორი ვახტანგ ლეკიაშვილი.