საპროტესტო აქცია გრძელდება თემქის პოლიციის სამმართველოსთან, სადაც, სავარაუდოდ, რამდენიმე პირია დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავება აქციის მონაწილეების მხრიდან სახის დაფარვას მოჰყვა, რაც უკვე კანონით იკრძალება. ჩამსხვრეულია პოლიციის შენობის შესასვლელი კარის შუშა.
აქციის მონაწილეები პოლიციასთან მსვლელობით „სარაჯიშვილის მეტროდან“ მივიდნენ და უკანონო პატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს. მათი თქმით, ისინი ქვეყანაში ავტორიტარულ რეჟიმს აპროტესტებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ გაუვრცელებია.