სლოვაკეთის დედაქალაქის ქუჩებში საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი გავიდა. როგორც „როიტერი“ წერს, აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს პრორუსულობაში ადანაშაულებენ. „სლოვაკეთი ევროპაა, ჩვენ რუსეთი არ ვართ!“, – განაცხადა „როიტერთან“ საუბარში აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციის მონაწილეებს ეროვნულ დროშებთან ერთად, ევროკავშირის დროშებიც ეჭირათ და სკანდირებდნენ: „საკმარისია რუსეთი!“. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი განსაკუთრებული გაღიზიანება რამდენიმე კვირის წინ რობერტ ფიცოს მოსკოვში ვიზიტმა გამოიწვია. ორგანიზატორების თქმით, აქციას 15 000 ადამიანი ესწრებოდა.