საპროტესტო აქცია რუსთაველზე

15:25, 24.10.2025
გუშინ საღამოს გზის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით მოქალაქეების დაკავება გრძელდება. ინფორმაციები სოციალურ ქსელში ვრცელდება. ოფიციალურ ინფორმაციას, რამდენი პირია დაკავებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უახლოეს პერიოდში გაავრცელებენ.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ საავტომობილო გზა დაახლოებით 21:30 საათზე გადაკეტეს. პარლამენტის მოპირდაპირედ განლაგებულმა სამართალდამცველებმა მოქალაქეები პარლამენტის წინ დააბრუნეს და გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ სამანქანო გზა დროებით გაიხსნა, თუმცა პროტესტის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალურ გამზირზე საავტომობილო მოძრაობა მაინც შეზღუდეს.
აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველებმა მოქალაქეებს გზის გათავისუფლებისკენ არაერთხელ მოუწოდეს, რასაც მომიტინგეები შეძახილებით შეხვდნენ. ერთი საათის შემდეგ პროტესტის მონაწილეებმა გზა თავისი ნებით გახსნეს.

მსგავსი