საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან 

12:20, 02.11.2026

მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებადამცველებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა მიუსაფარი ძაღლების შესაძლო უკანონო დახოცვისა და დამარხვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გააპროტესტეს. მოითხოვეს მომხდარის სრულყოფილად გამოძიება და თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის გადადგომა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხოველთა სამარხებზე გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, სასტიკ მოპყრობას ან სხვა სახის ძალადობას გულისხმობს.

მსგავსი