საპროტესტო აქცია მილანში
აქციები გრძელდება მილანშიც – მოქალაქეებმა ფასების ზრდა და საცხოვრებელი პირობების გაუარესება გააპროტესტეს. მილანის პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეტაკება მას შემდეგ მოხდა, რაც დემონსტრანტებმა მათ ქვები ესროლეს. აქტივისტების ნაწილმა მაღაზიებიც გაძარცვა. ჩაამსხვრიეს ვიტრინები, ნაგვის ურნები დაწვეს. პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ორი დღის განმავლობაში დაკავებულია 70-ზე მეტი აქტივისტი. სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო 25-ზე მეტმა ადამიანმა.