საპროტესტო აქცია კიევში

„აზოვის“ მებრძოლების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა კიევში საპროტესტო აქცია გამართეს. ასობით ადამიანმა ხელისუფლებას მოუწოდა, გააკეთონ ყველაფერი, რათა რუსების ალყაში მყოფი ქარხნიდან მათი გამოყვანა მოხერხდეს. აქციის მონაწილეებმა ასევე მოუწოდეს საერთაშორისო თანამეგობრობას, დაეხმარონ მარიუპოლის მცველებს და შუამავლის როლი შეასრულონ მათი ტერიტორიიდან გამოყვანის პროცესში.