საპროტესტო აქცია ერევანში

ერევანში მოძრაობა „წინააღმდეგობის“ წევრებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. თავდაპირველად აქციის მონაწილეები სამთავრობო დასახლების მახლობლად იყვნენ შეკრებილები.

ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აპარატის უფროსის თქმით, საუნივერსიტეტო საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით შვიდი მოქალაქე გადაიყვანეს. ამასთან, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეტაკების შედეგად სულ 50 ადამიანი დაშავდა.

სომხეთში ოპოზიცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს უკვე რამდენიმე კვირაა, მართავს.