მზია ამაღლობელისა და სხვა დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით პროტესტი გრძელდება ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც გაშლილ კარვებში აქციის მონაწილეებმა მესამე ღამე გაათენეს. ისინი ამბობენ, რომ პროტესტი 24-საათიან ფორმატში იქამდე გაგრძელდება, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მთავარი მოთხოვნები ახალი არჩევნების დანიშვნისა და დაკავებულთა გათავისუფლების შესახებ. მოთხოვნებს შორის არის „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და ძალადობის ფაქტების დროული გამოძიება.