პროტესტი გრძელდება ბათუმში – საკონსტიტუციო სასამართლოსთან გაშლილ კარვებში აქციის მონაწილეებმა მესამე ღამე გაათენეს. ისინი ამბობენ, რომ პროტესტი 24-საათიან ფორმატში იქამდე გაგრძელდება, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მთავარი მოთხოვნები – ახალი არჩევნები და დაკავებული პირების გათავისუფლება. მოთხოვნებს შორის არის „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლება, მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და ძალადობის ფაქტების დროული გამოძიება.
ბათუმში დღის განმავლობაში რამდენიმე საპროტესტო მსვლელობა და აქციაა დაანონსებული, ძირითადი აქცია კი საკონსტიტუციო სასამართლოსთან კვლავ 19:00 საათზე განახლდება.