საპროტესტო აქცია ბათუმში

12:13, 31.01.2025

საპროტესტო აქცია ბათუმში 24-საათიან რეჟიმზე გადადის – საკონსტიტუციო სასამართლოს წინ პროტესტის მონაწილეთა ნაწილმა კარვებში უკვე მეორე ღამე გაათენეს. მათი მოთხოვნები უცვლელია, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებულები.

კიდევ ერთი მთავარი მოთხოვნა – ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და დაუყოვნებლივ გათავისუფლებაა. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მე-20 დღეა, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს.

 

მსგავსი