ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია დღესაც უცვლელი მოთხოვნებით განახლდა. მომიტინგეები სოლიდარობას უცხადებენ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელსა და მის გათავისუფლებას ითხოვენ. მოთხოვნებს შორის არის აჭარის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის უფლებამოსილების შეჩერება და სხვა დაკავებულების გათავისუფლებაც.
დღევანდელ აქციაზე გამოჩნდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც, რომლებმაც მანამდე ქალაქში მსვლელობა გამართეს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს.