საპროტესტო აქცია ბათუმში - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

ბათუმში, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები პოლიტიკური შეფასებების თემაა. მმართველ გუნდში პოლიციელის შეურაცხყოფა დაუშვებლად მიაჩნიათ. „ქართული ოცნების“ წევრები განმარტავენ, რომ კანონის ფარგლებში დაისჯება ყველა პირი, რომელიც სამართალდამცავს დაამცირებს.

ამ დრომდე ბათუმისა და ოზურგეთის წინასწარი დაკავების იზოლატორებში ცხრა პირი რჩება. მათ შორის, ერთ-ერთია სისხლის სამართლის წესით დაკავებული ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.