ბათუმში მიმდინარე აქციაზე დაკავებულების ნაწილი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. დაკავებულებს შორის არის ონლაინ გამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბათუმის მთავარ სამმართველოსთან განვითარებული მოვლენების გაპროტესტება მოქალაქეთა ნაწილმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან გუშინ დღის პირველი ნახევრიდან დაიწყო. აქციის მონაწილეებმა გვიან ღამით, სოლიდარობის ნიშნად, აჭარის მთავრობის სახლიდან მსვლელობით წინასწარი დაკავების იზოლატორთან გადაინაცვლეს, სადაც დაკავებულები იმყოფებიან.
აქციის მიმდინარეობისას დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი კირთაძე გვიან ღამით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ინფორმაციით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს ელენე ხოშტარიაც.