საპროტესტო აქცია ავტომაგისტრალზე

 თბილისის გასასვლელთან ავტომაგისტრალზე, აქციაზე, საპოლიციო ძალებმა დაკავებები საღამოს 18:00 საათისთვის დაიწყო. იყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. ტერიტორიიდან პოლიციამ რამდენიმე პირი გაიყვანა, მათ შორის პოლიტიკოსები, ნიკა მელია და გიგი უგულავა. ნიკა მელია მოგვიანებით გაათავისუფლეს. როგორც ნიკა მელიას ადვოკატი, ბექა კვინიკაძე ამბობს, მელიას ხელწერილი არ დაუწერია.

ამ დრომდე იზოლატორში რჩება დიმიტრი ბიძინაშვილი. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა გათავისუფლებული გიგი უგულავა. წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებულთა ნაწილი გვიან ღამით ადვოკატებმა მოინახულეს.