პროტესტის 45-ე დღე – დედაქალაქში დღეს რამდენიმე აქცია გაიმართება. „სასამართლო უსამართლობის სამსახურში“, „პოლიცია კანონს არღვევს“- ამ და მსგავსი შინაარსის ტრანსფარანტებით მომიტინგეთა ნაწილი ამ წუთებში ახმეტელის თეატრთან არის შეკრებილი.
მოგვიანებით აქციის მონაწილეები მსვლელობით გლდანის პოლიციასთან მივლენ, სადაც მათივე თქმით, საპოლიციო რეჟიმს გააპროტესტებენ. აღნიშნული საპროტესტო მარში იზიარებს მიმდინარე აქციების მთავარ მოთხოვნებს, რომლებიც უკვე თვენახევარია, უცვლელია – ხელახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება.